სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-02-14 10:09:03
"საქართველოში არ შეიძლება ერთდოულად ვიყოთ მე და ივანიშვილი...ან ის, ან მე საქართველოში"

ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ან ის, ან მე საქართველოში -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. გადაცემა "არჩევანში" საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ერთდროულად მისი და ბიძინა ივანიშვილის ყოფნა წარმოუდგენელია:

"საქართველოში არ შეიძლება ერთდოულად ვიყოთ მე და ივანიშვილი. ივანიშვილმა იცის ზუსტად ეს. თუ ვიქნები მე საქართველოში, მატროსოვზეც, რომ მომათავსონ რამდენიმე კვირა, რამდენიმე კვირაში მატროსოვზე აღმოჩნდება ივანიშვილი თუ არ მოახერხა გასწრება საქართველოდან. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ან ის, ან მე საქართველოში, მაგრამ ივანიშვილის ყოფნა საქართველოში, ნიშნავს თქვენ ჭაობში ყოფნას, ნიშნავს უბედურებას. ნიშნავს ეკონომიკის არ ზრდას, ნიშნავს შემდგომა ძარცვას საქართველოსი, ნიშნავს შემდგომ სტაგნაციას და საუკეთესო ხალხსი ქვეყნიდან გასვლას. რა თქმა უნდა ივანიშვილის წასვლა საქართველოდან ნიშნავს ძველი დროის დაბრუნებას კი არა, მომავლის დაბრუნებას, მომავლის პერსპექტივის დაბრუნებას." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე