მთავარი სიახლე
2018-02-14 09:54:31
"მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც"

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე "არჩევანის" პირდაპი ეთერში ვარშავიდან ისაუბრა. მისი თქმით ის დაბრუნდება როგორც უკრაინაში ასევე საქართველოში. სააკაშვილის განცხადებით  საჭიროა იმ ვითარების შეცვლა, რა ვითარებაც უკრაინასა და საქართვლოშია. 

”მე დავბრუნდები უკრაინაში, რადგან მაქვს ლეგალური ცხოვრების უფლება. მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც. დამთავრდება ოლიგარქიების ბატონობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ჩვენს ორ ქვეყანას. უკრაინაშიც და საქართველოშიც ხალხი დაიღალა უპერსპექტივობით, საზოგადოების ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ამ პირობებში საჭიროა დაბრუნება ორივე ქვეყანაში და საჭიროა ვითარების შეცვლა ორივე ქვეყანაში”, - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე