მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია უკრაინის საელჩოსთან (ფოტო)
2018-02-13 21:39:16 · ამობეჭდვა

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ ქმედებები გააპროტესტეს.

აქცია "ფეისბუქზე" მოქალაქეთა ჯგუფის მიერ დაიგეგმა და ის 20:00 საათზე დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით აქცია არ არის უკრაინის წინააღმდეგ და პროტესტი ეხება პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წევრებს.








გაზიარება და მოწონება