2018-02-13 21:24:08
პირი ვისი სახელითაც სავარაუდო დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, ვეტერანი მალხაზ თოფურიაა 

დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, სავარაუდოდ, ქვების ბიზნესი აკავშირებდა- ამ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ავრცელებს. 

დოდო გუგეშაშვილის ჩვენებით კი ირკვევა, რომ ქარვის უკრაინაში შეძენასა და საქართველოში შემოტანაზე თადარიგის პოლკოვნიკს ვინმე ზურასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ძირითადად ნაქირავებ ბინაში. ორჯერ გუგეშაშვილი ზურამ კაფეშიც დაჰპატიჟა, სადაც მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომობილით წაიყვანა. კურიერის ინფორმაციით, ახლა სამართალდამცველები კვების ობიექტის ჩანაწერების ამოღებაზე მუშაობენ.

"კურიერის" ინფორმაციითვე, პირი ვისი სახელითაც სავარაუდო დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, ვეტერანი მალხაზ თოფურიაა და ის გამოძიებამ უკვე დაკითხა.

თოფურია ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტიც უჩვენეს, თუმცა, მისი თქმით, ვერავინ ამოიცნო.

ვეტერანთა საქმეების მაღალჩინოსანი რუსთავი2-თან საუბრის დროს აცხადებს, რომ გუგეშაშვილსა და ვინმე ზურას შორის ერთობლივი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოძიებასაც აქვს და ამ ვერსიაზე მუშაობს.

ამავე თემაზე