2018-02-13 18:43:51
სასამართლომ 51-ე სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი დაკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის დირექტორი და სკოლის სასწავლო ნაწილი დაიკითხნენ. როგორც ადვოკატმა, ეკა მაჭარაშვილმა, აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყო სკოლის მანდატურიც თუმცა, დღეს ეს ვეღარ მოესწრო.

„დღევანდელი პროცესი განახლდა მოწმის დაკითხვით, დასრულდა სასწავლო ნაწილის დაკითხვა, ასევე დაიკითხა 51 სკოლის დირექტორი, ასევე წარმოდგენილი იყო მანდატური, მაგრამ მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან დამთავრდა სამუშაო დრო. ასევე იმსჯელა სასამართლომ ახალი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და დასაშვებად იქნა ცნობილი,“ - აცხადებს უფლებადამცველი.  

კიდევ ერთი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მათთვის ჯერჯერობით საქმის ნივთმტკიცებები არ გადაუციათ.

„ჩვენ ველოდებით, როდის დაასრულებს ბრალდების მხარე საკუთარ ექსპერტიზებს, როდის დაასრულებენ ის ექსპერტები ექსპერტიზის ჩატარებას, რომლებიც დანიშნულია ბრალდების მხარის მიერ და ამ ექსპერტების დასრულების შემდეგ, ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ექსპერტიზის დასკვნა,“ - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

საქმის პროკურორი კი დაცვის მხარის ბრალდებებს ექსპერტიზის ხელოვნურად გაჭიანურებასთან დაკავბშირებით უარყოფს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს

ამავე თემაზე