უკრაინაში დავბრუნდები მაშინ, როდესაც ოპოზიციის მობილიზებას მოვახდენთ - სააკაშვილი
2018-02-13 16:58:47 · ამობეჭდვა

მე უკრაინაში დავბრუნდები მაშინ, როდესაც უკრაინაში ოპოზიციის მობილიზებას მოვახდენთ, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენიციაზე, ვარშავაში - "ჩვენ მოვაწყობთ მასობრივ აქციებს, მშვიდობიანად ჩამოვაცილებთ ოლიგარქებს ხელისუფლებისგან. ეს მოძრაობა გაფართოვდება და მე მოვძებნი მომენტს, რათა ფიზიკურად შევუერთდე მათ უკრაინაში“ აცხადებს სააკაშვილი.მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ის ჯერ ჰოლანდიაში ჩასვლას, შემდეგ კი ევროპაში გადაადგილებას აპირებს:

„უახლოეს პერიოდში ვაპირებ ჰოლანდიაში წასვლას, სადაც, როგორც იცით, ჩემი ოჯახია. დანარჩენი დრო ევროპაში ვაპირებ გადაადგილებას. ევროპაში საზღვრები არ არის და ამის პრობლემა არ მექნება. პოლონეთში მე, როგორც სახლში ვგრძნობ თავს და ჩემს მეგობრებთან ვარ. რაც შეეხება უკრაინაში დაბრუნებას, მე დავბრუნდები, როდესაც ჩვენ ოპოზიციის მობილიზებას მოვახდენთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე