ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა დავადგინოთ, რამდენი დანა იყო გამოყენებული - ადვოკატი
2018-02-13 15:28:49 · ამობეჭდვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს სურს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - რამდენი დანით იყო ჩადენილი დანაშაული. ადვოკატის თქმით, ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ადვოკატებს ხელს პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა უშლის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ნივთმტკიცებები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზები. ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი ყველაზე მთავარ კითხვას, რამდენი დანა იყო გამოყენებული დანაშაულის ჩადენისას. მე ვფიქრობ, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზების დასრულება ხელოვნურად ჭიანურდება. შესაძლოა ეს ექსპერტიზები არსებითი განხილვის მსვლელობისას არ დასრულდეს. მე ამის მოლოდინიც მაქვს. ისე საეჭვოდ ჭიანურდება, რომ ალბათ ვერ დასრულდება", - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე