სააკაშვილის ადვოკატებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
2018-02-13 14:00:54 · ამობეჭდვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის სასაზღვრო სამსახურის, შსს-ს და საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ დღეს სარჩელს შეიტანენ. სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოსგან მოითხოვენ გუშინდელი ქმედებები უკანონოდ გამოცხადდეს:

„დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში ყველა სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის უკანონო გაძევებაში მონაწილეობდა. მოპასუხეები უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური და შსს იქნებიან“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.





გაზიარება და მოწონება