სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-02-13 12:55:40
პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას სათანადოდ ვერ იყენებს - "გამჭვირვალობის" კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას სათანადოდ ვერ იყენებს და პროცესში, თითქმის, არ არის ჩართული ოპოზიცია.

„საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია არის ძალიან სუსტი. ის, რომ პარლამენტში არ იქმნება საგამოძიებო კომისიები, ის, რომ ოპოზიციის მოწვევით არ მოდიან მინისტრები პარლამენტში არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ოპოზიციას მიეცეს ერთი კომიტეტი მაინც იმისთვის, რომ მათ მართონ,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა კვლევის პრეზენტაციაზე.

კვლევის შედეგები სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე:

http://www.transparency.ge/ge/post/saparlamento-kontrolis-gazliereba-sakartveloshi

ამავე თემაზე