"ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა" - პროკურორი
2018-02-13 12:46:30 · ამობეჭდვა

მას შემდეგ რაც გავეცნობით სასამართლოს სამოტივაციო ნაწილს, მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, - აცხადებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს ანგარებასთან დაკავშირებით, გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, - განაცხადა გუბელაძემ.

პროკურატურა მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოსგან, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი - შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება შეცვლილიყო ანგარებით მკვლელობის მომზადებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.






გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე