"იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია" - გადაწყვეტილება უზენაესში გასაჩივრდება
2018-02-13 12:43:44 · ამობეჭდვა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება - აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

“საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში. მე შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს. იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სამართლიანი მოსამართლეები. იგივე კოპირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლომ. ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბინძურეა მართლმსაჯულების მხრივ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე