"ძალიან საწყენი და ცოტა სევდიანიც კი არის ამ პროცესების ყურება ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის"
2018-02-13 12:41:36 · ამობეჭდვა

ძალიან საწყენი და ცოტა სევდიანიც კი არის ამ პროცესების ყურება ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციას.

”ექსტრადირების ნაწილი შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა და მათ შეუძლიათ ამაზე კომენტარი გააკეთონ, როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას. პოლიტიკურ შეფასებაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდება ან თავს ჩაიგდებს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ძალიან საწყენი და ცოტა სევდიანიც კი არის ამ პროცესის ყურება ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე