სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო
2018-02-13 12:11:09 · ამობეჭდვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

სასულიერო პირისთვის გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები აპროტესტებენ. უფლებადამცველების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოლო ინსტანციის გავლის შემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შევა.

"სიტყვიერად მქონდა იმედი, რომ მოსამართლეებს გონიერება ეყოფოდათ, მაგრამ მათ გონიერება არ გააჩნიათ. ისინი არიან დავალების შემსრულებლები, ფაქტი ფაქტად რჩება,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე