აშშ ”ჯაველინების” მიყიდვაზე 10 წელი უარს გვეუბნებოდა და 2017 წელს დააფასეს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები - იზორია
2018-02-13 11:46:20 · ამობეჭდვა

საქართველოს აშშ ”ჯაველინების” მიყიდვაზე 10 წლის განმავლობაში უარს ეუბნებოდა- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-მა მხოლოდ 2017 წელს დააფასა გატარებული რეფორმები და თანხმობა განაცხადა საქართველოს მხრიდან ”ჯაველინების” შეძენაზე.

”ჩვენ მთელი 10 წლის განმავლობაში ვითხოვდით ”ჯაველინების” სისტემის შეძენას, თუმცა არსებობდა გარკვეული გარემოებები, რის გამოც თითოეულ წელს, როდესაც ეს საკითხი იყო დაყენებული, უარი ითქვა. თუმცა, როდესაც 2017 წლის მარტში მივმართეთ ამერიკულ მხარეს, დააფასეს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები და ეს იყო გადაწყვეტილებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. დააფასეს, რომ ჩვენი კურსი რეფორმების ნაწილში არის ურყევი. საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო სფეროში არის ახალ ეტაპზე გადასული, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს მათთან”, - განაცხადა იზორიამ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე