ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრი მაისში გაიხსნება
2018-02-13 11:00:37 · ამობეჭდვა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრი მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა:

”ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამხედრო წვრთნებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას. 2017 წელს 2 მილიონი ლარი მივმართეთ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. 18 მილიონი ლარი მივმართეთ ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობისკენ, რომელიც მზად იქნება უკვე წელს და მაისში ავამოქმედებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას საქართველოს პარტნიორებთან ერთად - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. 3 მილიონი ლარი მივმართეთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ”, - განაცხადა ლევან იზორიამ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე