2018-02-13 10:08:15
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობა გადაიდო

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობა გადაიდო. მსჯელობა სამი კვირით გადაიდო. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ პოზიციები შეჯერებული და მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კონსულტაციები გაგრძელდება.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე მსჯელობის გადადების მიზეზად ამ საკითხზე სახელისუფლებლო გუნდში არსებულ გაუგებრობას ასახელებს.  ჯაფარიძე საპატრიარქოს როლზეც მიუთითებს.

,,ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ამ პროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და მეორე არის გაუგებრობა თვითონ ხელისუფლების შიგნით, არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს და არიან ადამიანები ,რომლებიც აკრიტიკებენ ამ კანონპროექტს, არის კიდევ ცალკე მთავრობა, რომელიც გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს, საიდანაც დასკვნის გამოტანა თუ რისი გაკეთება უნდათ არის შეუძლებელი“-აცხადებს ჯაფარიძე.

ამავე თემაზე