ორი მოზარდის მკვლელობა - საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში
2018-02-13 09:35:55 · ამობეჭდვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის დაკითხვა იგეგმება.

წინა სხდომაზე უკვე დაიკითხა სკოლის პედაგოგიც, რომელიც საქმის ირიბი მოწმეა. უფლებადამცველის შეფასებით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.

„გამოძიებასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გვაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ვთვლი, რომ არასწორ გზას დაადგა გამოძიება. ჩვენი ვერსიაა, რომ საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი,“-განაცხადა ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა.





გაზიარება და მოწონება