მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 3 აქტივისტი დააკავეს
2018-02-13 09:25:00 · ამობეჭდვა

კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 3 აქტივისტი დააკავეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. შეკრებილები პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ. რის შემდეგაც პოლიციამ სამი აქტივისტი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ერთ-ერთ აქტივისტს სერიოზული ტრავმები აქვს მიყენებული, ის ამ დროისთვის დაკავებულია. სულ ნაცემია 3 აქტივისტი, დაკავებულების შესახებ კი ზუსტი ცნობები არ მაქვს. ინფორმაციას სავარაუდოდ პოლიციისგან ვერ მივიღებთ, რადგან სახეზეა იანუკოვიჩის რეჟიმის გაგრძელება. ის რაც დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა მთელის მსოფლიოს წინაში სამარცხვინოა. ხალხს უკვე რადიკალური განწყობა აქვს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ,“-განაცხადა ევგენი ლუკიანცევმა.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე