ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული შვიდივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
2018-02-12 21:35:18 · ამობეჭდვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევთან კავშირში ბრალდებული შვიდივე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმის მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა და წინასასამართლო სხდომა 22 თებერვლიდან 22 მარტამდე გადადო.

პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო ითხოვა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულების, ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამვის, ზურაბ იდოიძის, ბადურ ჩოფანაშვილის, ანატოლი ბერძენიშვილის, რამაზ მარგოშვილისა და საედ დუდაევის მხრიდან მოსალოდნელი ვარაუდის სტანდარტით არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურებების ან მათ მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩნენ. დაცვის მხარემ ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები დაკავებულების 2000, 5000 და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე