სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-02-12 19:50:13
დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა -დაკითხვა დასრულდა

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დასრულდა.  როგორც ჟურნალისტებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განუცხადა, გამოძიება აქტიურ ფაზაშია და დოდო გუგეშაშვილმა მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს. კითხვაზე, დაასახელა თუ არა გუგეშაშვილმა დამნაშავის ვინაობა, ჭელიძე აღნიშნავს, რომ ის დღეს კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

ამავე თემაზე