ყველა სიახლე
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
თავდაცვა
რეგიონები
ჯანდაცვა
სპორტი
2013-09-11 00:17:33 18 წელი საფლავის გარეშე - ზუგდიდური ისტორია Dailymail-ში

ბრიტანული Dailymail-ი ცნობილ ზუგდურ ისტორიას ვრცელ სტატიას უძღვნის.

დედა, რომელსაც შვილი 18 წლის წინ გარდაეცვალა, მის ცხედარს, სპირტში ინახავს და ცოცხალივით უვლის. ციური კვარაცხელიას შვილი ხის კუბოში, საკუთარი სახლის სარდაფში ჰყავს. ჯონი ბარბაქაძე 1995 წელს, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა და მცირეწლოვანი შვილი დარჩა, როგორც თავად ციური კვარაცხელია აცხადებს მთავარი მიზეზი იმას, რომ მისი შვილი არ დაემარხათ სწორედ მისი მცირეწლოვანი შვილი იყო, რომელსაც მამა არ ახსოვდა და უნდოდათ, რომ შვილს მამა ენახა და სცოდნოდა თუ როგორი იყო იგი სინამდვილეში. მისი თქმით იგი 10 წლის განმავლობაში ყოველ დაბადების დღეზე შვილს ტანისამოსს უცვლიდა, თუმცა ბოლო 4 წელია ამას ვეღარ აკეთებს.

პირველი 4 წელი მიცვალებულს ბალზამით ინახავდნენ, შემდეგ კი, როგორც დედა აცხადებს, სიზმარში ნახა, რომ სპირტით შეენახა ცხედარი. მას შემდეგ ციური კვარაცხელია საკუთარი მეთოდით უვლის მკვდარ შვილს.

"ერთხელ მე ვნახე სიზმარი. ვიღაცამ მითხრა, რომ გაიღვიძე და გარდაცვილის სხეული არაყში შეინახეო. ამის შემდეგ მე ამ მეთოდს ვიყენებ არ შეიძლებ თუნდაც ერთი დღე, რომ გამოტოვო და არ მოუარო, თორემ სხეული გახრწნას დაიწყებს."-განაცხადა Dailymail-თან საუბარში ციური კვარაცხელიამ.








გაზიარება და მოწონება
კომენტარები
პირველი რადიო - პირდაპირი


www.wsa.ge