ბიზნეს ნიუსი
2018-02-01 13:02:35
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

2018 წლის 2 თებერვალს, 12:00-ზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდება.  ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის, დაესწრებიან პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე, რეგიონებიდან.

შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართავს, განმარტავს საქმიანობის მთავარ პრინციპებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მოგვიანებით კი საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება. ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრება. 

ამავე თემაზე