ნარმანიას და ჭეიშვილს უახლოეს დღეებში დაკითხავენ
2018-01-30 14:28:45 · ამობეჭდვა

,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დღესვე შესაძლოა დაკითხული იქნას კომპანია ,,ყვარელრემშენის“ 100 % წილის მფლობელი გიორგი ჯოხარიძე. გამოძიების ფარგლებში, ჩვენი ინფორმაციით, დაკითხული იქნება თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია. ასევე თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ყოფილი უფროსი ნუგზარ ჭეიშვილი, რომელიც ამჯერად ამავე სამსახურში უფროსის მოადგილეა. არ არის გამორიცხული დაკითხული იქნენ ის ექსპერტებიც, რომლებმაც მეტრო სადგურ ,,ვარკეთილს" ექსპერტიზა ჩაუტარეს.





გაზიარება და მოწონება