წარდგება თუ არა მეუფე იაკობი საეკლესიო სასამართლოს წინაშე
2018-01-26 00:21:39 · ამობეჭდვა

დეკანოზ მამალაძის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს საპატრიარქოდან მის მიერ ჩაბარებულ საჩივარზე ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. როგორც რამიშვილმა "პირველ რადიოს" განუცხადა, სავარაუდოდ ამ კვირაში ეს არ მოხდება და საპატრიარქოს გადაწყვეტილება მისი ვარაუდით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

მიხეილ რამიშვილი საეკლესიო სასამართლოს ჩატარებას ითხოვს და მეუფე იაკობს ცილისწამებაში ადანაშაულებს. "პირველი რადიოს" კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამ საკითხზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს, რამიშვილი ამბობს, რომ საკითხის "დაბლოკვა გამორიცხულია, ვინაიდან ის კანონით სინოდს და საპატრიარქოს ევალება" აცხადებს ადვოკატი.





გაზიარება და მოწონება