დააყენებს თუ არა სამეურვეო საბჭო მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის საკითხს
2018-01-26 00:15:23 · ამობეჭდვა

,,საიას“ თავმჯდომარის სულხან სალაძის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მწერალ ზვიად რატიანის საქმეზე მაინც მოუწევს სხდომის გამართვა, თუმცა, როგორც სალაძე ,,პირველ რადიოსთან“ ამბობს, შესაძლოა , არხის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი ამ სხდომაზე საერთოდ ვერც დადგეს.

,, ამ საკითხს თვითრეგულირება იხილავს ხვალ, მე დეტალები არ ვიცი, რადგან საბჭოს წევრები ამ თვითრეგულირებაში არ მონაწილეობენ .

მე არ მაქვს არანაირი მოთხოვნა ამ ეტაპზე, არ მქონია განსაკუთრებული კომუნკაცია ამ საკითხზე, როცა ეს კომუნიკაცია მქონდა მაშინაც ვამბობდი,რომ სხდომა უნდა ჩაატაროს სამეურვეო საბჭომ და ადრე თუ გვიან საბჭოს მოუწევს სხდომის ჩატარება.

არ ვიცი საბჭო დააყენებს თუ არა მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან საკითხის დაყენებას მინიმუმ 6 წევრის მხარდაჭერა სჭირდება,“-ამბობს სალაძე ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე