2018-01-26 00:10:08
2625 ლარიანი დანამატი ბაღების სააგენტოს დირექტორს? - რა დოკუმენტს ასაჯაროებს ოპოზიცია (დოკუმენტი)

საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერმა კახა კალაძემ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თითქმის ხელფასის ოდენობის დანამატი ყოველთვიურად დაუნიშნა.

როგორც ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, 29 დეკემბრის განკარგულებით, მომავალი ერთი წლის მანძილზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ხელფასისა და დანამატის სახით თითქმის 6000 ლარს მიიღებს.

,,მერმა თქვა,რომ დანამატები აღარ გაიცემა და პირდაპირ ხელფასში ასახეს, თუმცა კახი კალაძემ 29 დეკემბერს გამოცა განკარგულება ბაღების სააგენთოსთან დაკავშირებით.

განკარგულებაში წერია, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე  2018 წელს მიეცეს დანამატი 2625 ლარი, არ აქვს მნიშვნელობა ის  კარგად იმუშავებს თუ ცუდად, გვანცელაძე ყოველთვიურად მიიღებს ამ დანამატს.  მაშინ როდესაც მას 3125 ლარი აქვს სარგო, რაც ფაქტობრივად მერის ხელფასზე მეტია, დამატებით კალაძემ 29 დეკემბრის განკარგულებით გამოუწერა უკვე მომავალი თვიდან 2625 ლარიანი დანამატი.

ეს ხდება მაშინ როცა ტენდერი ვერ ჩაატარეს. ხედავთ,რომ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს,თუმცა სააგენტომ მაინც გაუფორმა ხელშეკრულება, ღვინის შეფუთვით შეიტანეს რძე, ხან ყველი არ აქვთ, ხან გამხმარი მჭადი აქვთ, ხან უმარილო საჭმელი აქვთ.

ასევე საგულისხმოა,რომ ბაღების დახურვა მოხდა ისე რომ მშობელს არ აუხსნეს წინასწარ მიზეზი, არც ის იცის მშობელმა რომელ ბაღში გაანაწილეს მისი შვილი. სრული ქაოსია ბაღებთან დაკავშირებით, და ამ დროს კალაძემ დანამატი დაუნიშნა გვანცელაძეს და მხოლოდ ამას არ დასჯერდა , მისი ორი მოადგილეც აიღებს დანამატის სახით 1500 ლარს ყოველთვიურად,“-ამბობს ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან“.   

ამავე თემაზე