რატიანის საქმე - თვითრეგულირების საბჭოს სხდომა
2018-01-26 00:02:47 · ამობეჭდვა

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მწერლების სარჩელის შესახებ თვითრეგულირების ორგანომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. როგორც "პირველ რადიოს" საზოაგდოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთევან მსხილაძემ განუცხადა, ამ ორგანოს პასუხზეა დამოკიდებული ბორდის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა:

"ხვალ მე როგორც ვიცი, არის თვითრეგულირების ორგანოში შეტანილი სარჩელის განხილვა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. შემდეგ, თუ ეს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს მომჩივანს, მას შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო ორგანოში და ეს სააპელაციო ორგანო ვართ ჩვენ, ანუ სამეურვეო საბჭო. რაც შეეხბა საბჭოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ამაზე საბჭოს უმრავლესობამ თქვა უარი იმ მოტივით, რომ ჯობია დაველოდოთ თვითრეგულირების ორგანოს პასუხს და შემდგ მოვიწვიოთო" განუცხადა მსხილაძემ "პირველ რადიოს".





გაზიარება და მოწონება