სიახლეები
მთავარი სიახლე
თავდაცვა
2018-01-25 14:14:47
„ჯაველინების“ გამოყენება - ქართველ სამხედროებს წვრთნებს ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაუტარებენ

ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველი სამხედროებისთვის წვრთნები ჩატარდება, რათა ისინი „ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლონ, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„ჯაველინები“ უკვე საქართველოშია. ამ სისტემის მთავარი დანიშნულება არის თავდაცვა. რაც შეეხება მის გამოყენებას, ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ შესაბამისი წვრთნების ჩატარებას, რათა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაეუფლონ იმ უნარებს, რაც აუცილებელია ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. ეს ახლო მომავალში მოხდება და ბუნებრივია, ამისთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მათი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ თანამედოვრე ტექნიკით სარგებლობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ამავე თემაზე