ატენის ქუჩიდან ანას ბაღამდე - რას უპასუხებს კალაძე ვარკეთილელებს?
2018-01-24 00:08:47 · ამობეჭდვა

ვარკეთილის ზემო-პლატოს მეორე მიკრორაიონის მოსახლეობა დედაქალაქის მერს მიმართავს და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას სთხოვს. ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის გიორგი ფხალაძის განცხადებით, დედაქალაქის წინა მთავრობის პირობებში, მერიამ 500 კვადრატული მეტრის ოდენობის სკვერში კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. მისი თქმით, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა კომპანიამ ტერიტორია უკვე მონიშნა.

ფხალაძე ამბობს, რომ ოთხი თვეა თბილისის მერიაში ორი კორპუსის ამხანაგობის სახელით საჩივარი შევიდა, თუმცა პასუხი მოსახლეობას ამ დრომდე არ მიუღია.

„ჩვენ უკვე მეოთხე თვეა ვაპროტესტებთ სამშენებლო კომპანიის შემოსვლას, სადაც ბაღია იქ არის პატარა, 500 კვადრატული მეტრის სკვერი და მის მიმდებარედ შენდება 12 სართულიანი შენობა, რომელიც ფუნქციას დაუკარგავს მომავალში ამ სკვერს და განადგურებით ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობა 4 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმართავს პროტესტს, იყო მედიის საშუალებითაც გაშუქებული მრავალჯერ. ახლა ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია, რადგან საქმის განხილვა მიმდინარეობს მერიაში, ადმინისტრაციული საჩივარი გვაქვს შეტანილი. 4 თვის განმავლობაში ველოდებით შედეგს და ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.

მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლების დროს გაიცა ჩვენთანაც, მშენებლობა არ დაწყებულა და ვთხოვთ, რომ გამოასწოროს ის შეცდომით გაცემული ნებართვა, იქნეს ბათილად ცნობილი, რადგან ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს ადგილობრივ მოსახლოებას,“-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გიორგი ფხალაძემ.

გიორგი ფხალაძე დედაქალაქის მერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ეხებოდა. კახა კალაძემ მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას თქვა, რომ მას არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, მშენებლობის ნებართვა არ გაეცა.

“გულწრფელად გეტყვით, დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, ნებართვას არ გავცემდი. ამ კონკრეტულ ადგილზე 12 თუ 14 სართული უკვე აშენებულია,"-განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილის მოსახლეობა მიმართავს თბილისის მერს ბათილად ცნოს ნებართვა, სანამ სამშენებლო კომპანიას მშენებლობა დაუწყია.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე