2018-01-23 23:14:08
“კანცელარიასთან გელოდებით ყველას!! დროა ვანახოთ ჩვენი ძალა!!!! “

მოძრაობა ტალღა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაკავების გასაპროტესტებლად აქციას აანონსებს. 

“სალამ მეომრებს!!!!! როგორც იცით დღეს დაიჭირეს ერთერთი ჩვენი თანამებრძოლი გიორგი გიორგანაშვილი "ბახალა"! ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე!!  ჩვენი ორგანიზაცია "ტალღა" შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანების უფლებები დაეცვა და დაგვესრულებინა ეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა! საეხელმწიფომ იმის მაგივრად რომ ახალგაზრდობის მოთხოვნა გაეთვალისწინებინა სულ სხვა გზა აირჩია, დაიჭირა ჩვენი თანამებრძოლი, ყველას აქვს არჩევანის უფლება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იცოდეს რომ "ყველა აქციას მოყვება რეაქცია"!! ეხლა დრო მოვიდა ჩვენი რეაქციის!!!! ზეგ 25 იანვარს 17:00 კანცელარიასთან გელოდებით ყველას!! დროა ვანახოთ ჩვენი ძალა!!!! #ომსომითპასუხობენმეომრები.  #ყველაერთისთვის გელოდებით ყველას!!! ⚔️

ამავე თემაზე