1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა - იაპონიაში ვულკანმა გაიღვიძა (ვიდეო)
2018-01-23 16:14:57 · ამობეჭდვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა კუსაცუ-შირანის კრატერში ამოფრქვევისას. ვულკანმა მოტო შირანმა ასი წლის შემდეგ გაიღვიძა და რამდენიმე მცირე აფეთქება მოხდა. შედეგად ახლოსმდებარე სამთო სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. ამ დროს მთიან რეგიონში ტურისტებთან ერთად, სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, 15 კი დაშავდა.





გაზიარება და მოწონება