2018-01-23 15:27:01
"თეთრი ხმაურის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს - ხმაური სასამართლოსთან (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "თეთრი ხმაურის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგანაშვილის მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.

„თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს კარს აგური ესროლა. ჩამსხვრეულია კარის მინა.

დაკავებულები სასამართლოს მანდატურმა სასამართლოს შენობაში შეიყვანა.

„ჭიშკრის იქეთ ვიჯექით, მოვიდნენ მოგვათრიეს აქ და თორნიკე შეიყვანეს. არ ვიცი შეურაცხყოფა მიაყენაო და არ ვიცი ვის მიაყენა შეურაცხყოფა,“-აცხადებს მსახიობი კახა კინწურაშვილი.

 

ამავე თემაზე