სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-01-23 15:02:43
,,ბახალას" 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  გოირგანაშვილი დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.  მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა გიორგანაშვილის ახლობელბისთვის და სასმართლო დარბაზში მყოფებისთვის მითუმეტეს, რომ მთავარმა პროკურატურამ გიორგანაშვილისთვის ნარკოტიკების შესაძლო ჩადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ამავე თემაზე