2018-01-23 12:19:36
ცხინვალის ე.წ. მერის მეგობარი და კადიროვის მარჯვენა ხელი-ვინ არის კამერამ მუსლიმ ხუჩიევი?

ამ დრომდე უცნობია, რა მიზნით იმყოფებოდა გროზნოს მერი საქართველოში და დატოვა თუ არა მან ქვეყნის ტერიტორია. ერთადერთი რაც ცნობილია, არის ის ,რომ მას ბათუმში ქართველი დაცვის წევრები ახლდნენ.კამერამ ხეჩიევი კადიროვის გარემოცვის უახლოესი წევრია, განათლებით ჟურნალისტი ხაჩიევი რუსეთის ტელერადიო კორპორაციაში კრიმინალს აშუქებდა.რის შემდეგაც ბიზნესში გადავიდა და რეკლამის მენეჯერად მუშაობდა. 2004 წელსის ჩეჩნეთსი დაბრუნდა, მაშინდელი პრეზიდნეტის ალხამოვის გუნდში სამუშაოდ,თუმცა მალევე გადავიდა რამზან კადიროვის დაჯგუფებაში კადიროვი ამ დროისთვის უკვე ემზადებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის, 2007 წლიდან ხაჩიევი კადიროვის დაჯგუფებაშია. თუმცა 2007 2012 წელს მიწის კანონთან დაკავშირებული სკანდალის გამო კადიროვმა დაადანაშაულა,თუმცა ამის მიუხედავად ის კადიროვის გარემოცვაში დარჩა,რადგანა მავდროულად ის გროზნოს მერობის პარალელურად კადიროვის ფონდის ვიცე პრეზიდენტის იყო . ფონდი ჩეჩნეთის დიდი პროექტების მტავარი დაფინანსების წყაროა, სწორედ ამ ფონდის მეშვეობით მისი მერობის დროს აშენდა გროზნოში ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი, კომპლექსი გროზნო სითი და ახმატარენა.ამავდროულად ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის იმიჯზე იყო პასუხისმგებელი და როგორც რუსულ მედიაში წერენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაა გარემოცვაში.  ხუჩიევი ჩეჩნეთში ზაკან-იურტოვის კლანის ლიდერია.ხაჩიევს ახლო ურთიერთობააქვს ოკუპირებული ცხინვალის ე,წ მერთანალან კოჩიევთან ,კოჩიევი გროზნოში ხაჩიევის მიწვევით ქალაქის საიუბილეო დღეებზე იმყოფებოდა 2017 წელს. გროზნოში სტუმრობისას კოჩიევმა ხელისუფლების წევრების მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი 2008 წელს სამხრეთელი ძმების დასახმარებლად პირველები მივიდნენ. 

 

ამავე თემაზე