2018-01-22 09:41:41
გიორგი ჭანტურიას შს მინისტრის მოადგილე მკვლელობის აღიარებას სთხოვდა

ყოფილ პროკურორს გიორგი ჭანტურიას შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მკვლელობის აღიარებას სთხოვდა - ეს განცხადება "დილის კურიერთან" ჭანტურიას ადვოკატმა გააკეთა. ალექსანდრე კობაიძე ყვება, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი ჭანტურიას მაშინ შეხვდა, როდესაც ის დაკითვაზე ხელმეორედ დაიბარეს.

"ნამდვილად იყო მაღალჩინოსანი კახა, რომელიც მინისტრის მოადგილე აღმოჩნდა და მან გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. ამ ფაქტს ჩვენ ვადასტურებთ, რა თქმა უნდა, ეს გამოსაძიებელი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამით გამოძიება დაინტერესდება და მოახდენ ს შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებას," - აცხადებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

ამავე თემაზე