გუბერნატორმა თქვა, პანკისელმა სალაფიტებმა მადლობა უნდა თქვათ, რომ ისე არ ვხოცავთ, როგორც კადიროვი ჩეჩნეთშიო - იმამის წარმომადგენელი კახეთის გუბერნატორს მუქარაში ადანაშაულებს(ვიდეო)
2018-01-21 12:07:28 · ამობეჭდვა

იმამის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პანკისში უხუცესების, იურისტების და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის სკანდალური დეტალი გაახმაურა.

მისი თქმით, ხეობაში ჩასული კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს დაემუქრა და უთხრა, რომ მადლობა უნდა თქვან ის გამო, რომ მათ ისევე არ კლავენ, როგორც ჩეჩნეთში.

„გუბერნატორმა თქვა ის, რომ პანკისელმა სალაფიტებმა მადლობა უნდა თქვან, რომ ჩვენ მათ ისე არ ვხოცავთ, როგორც კადიროვი ჩეჩნეთშიო. დღეს ვიტყვით ხმამაღლა, რომ დღეს ჩვენი წყალობით არ ფრიალებს აქ კადიროვის დროშები. არასდროს არ ყოფილა პანკისელი ხალხი გარეშე მტრების დასაყრდენი. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ხალხმა და ხელისუფლებამაც, ნუ ხლართავენ აქ რაღაცეებს,“ - განაცხადა იმამის წარმომადგენელმა.





გაზიარება და მოწონება