ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართება
2018-01-15 12:44:14 · ამობეჭდვა

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართება. ხელშეკრულება SOLO-სა და მომღერალს შორის უკვე გაფორმებულია.

ბრიტანელი მომღერლის კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ გასული წლის 16-17 სექტემბერს იყო დაგეგმილი. თუმცა კონცერტები ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ისინი ვინც ბილეთები 16-17 სექტემბრის კონცერტებისთვის შეიძინა, 2018 წლის 30 ივნისსა და პირველი ივლისს ამავე ბილეთებით შეძლებენ კონცერტზე დასწრებას.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე