ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში ახალი წელი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს
2018-01-14 13:45:09 · ამობეჭდვა

ძველი ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებითა და ცეკვებით გააცნეს.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

საახალწლო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საპატიო სიგელები სხვადასხვა სიტუაციურ სწავლებასა და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცა.
საზეიმო ცერომონიალს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი, ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.

ღონისძიების დასასრულს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სტუმრებთან ერთად საზეიმო ტორტი გაჭრეს.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე