სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-01-13 17:42:04
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ - კახა კალაძე დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე

თბილისის მერია დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტთან" კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის. ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, გენგეგმის ყველაზე მნიშვნელოვან მე-6 ეტაპზე იყო ხარვეზები, რომლის გამოსასწორებლად "სითი ინსტიტუტმა 45 დღიანი ვადა ითხოვა.

”ჩვენ ვგეგმავთ, რომ 15 იანვარს გამოვაქვეყნოთ ეს ყველაფერი და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. შესაბამისად, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ, რადგან ქალაქის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ამ დოკუმენტზე”,- განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე