ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ - კახა კალაძე
2018-01-13 17:09:57 · ამობეჭდვა

ბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერმა დღეს ვიდეო მიმართვით უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცე - მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს და ამოჭრეს.

„საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გითხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე - იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა კალაძემ.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე