სიახლეები
პოლიტიკა
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-01-13 11:30:43
აშშ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გასამართლებას ოფიციალური განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

ვაშინგტონი აფგან მუხთარლისთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ჟურნალისტისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

"გავრცელებული ცნობებით, ბატონი მუხთარლი 30 მაისს საქართველოში გაიტაცეს და შემდგომში დააკავეს აზერბაიჯანში კონტრაბანდისა და მასთან დაკავშირებული ბრალდებებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ბატონი მუხთარლი და ყველა ის ადამიანი, რომელიც პატიმრობაში საკუთარი უფლებების რეალიზების გამო იმყოფება,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მუხთარლის გატაცების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და მოუწოდებენ ქართულ მხარეს, რომ პროცესი სრულფასოვნად, გამჭვირვალედ და ოპერატიულად განხორციელდეს.

ამავე თემაზე