ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
2018-01-12 20:40:55 · ამობეჭდვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17იანვრიდან 20იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან, სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.





გაზიარება და მოწონება