2018-01-12 18:51:53
მეცნიერებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას მოამზადებს

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს- აღნიშნული გადაწყვეტილება, მეცნიერთა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. სამუშაო ჯგუფი,  მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციებითა და დაინტერესებული პირებით დაკომპლექტდება. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ  ალტერნატიული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დღეს არსებულ რეალობას, ასევე უნდა მოიცავდეს, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემთხვევებს, პრევენციასა და ნარკომომხამარებელთა რიცხვის შემცირებას.

მათივე თქმით,  შესაძლებელია ახალი პროექტის შექმნა, რომელიც შემდეგ განსახილველად საზოგადოებას წარედგინება.

ცნობილია, რომ მეცნიერები დღეს არსებულ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, არგუმენტად კი სანქციების ჰუმანურობას და მომხმარებელთა რაოდენიბის გაზრდას ასახელებენ

ამავე თემაზე