"ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ ხეობაში"- სალაძემ პანკისში შეხვედრა გამართა
2018-01-12 17:57:56 · ამობეჭდვა

სოფელ დუისში საია-ს თავმჯდომარისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც ჩატარებული სპეცოპერაციების გარდა, სხვა არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პანკისის მოსახლეობას ვესაუბროთ იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყანაში არსებობს, რადგან ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთად უნდა ვიზრუნოთ გამოსავალზე, რადგან შემდგომში ამ ტიპის პროცესებს სირთულეები არ მოყვეს. მე მოხარული ვიქნები თუ ხელისუფლება ამ ადამიანებთან ისაუბრებს პირდაპირ და მათგან მოისმენს ინფორმაციას და შეხედულებებს. მე ვფიქრობ, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ გასცეს სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხები, ეს იქნება მედიის მხრიდან თუ აქ ადგილზე მოსახლეობისგან. ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ ხეობაში და მოსახლეობისგან მოისმინონ პრობლემების და პოზიციის შესახებ. ვფიქრობ, საჭიროა ისეთი სახის ურთიერთობები, რაც გაზრდის ნდობას. ამ ეტაპზე საჭიროა რაც შეიძლება მოკლე დროში სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იქნას ობიექტურად გამოძიებული. ხალხმა და ამ ხეობამ მოკლე დროში უნდა იცოდეს სიმართლე“, - განუცხადა ჟურნალისტებს სულხან სალაძემ.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065