პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე შესაძლოა ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს- კობახიძე
2018-01-12 17:55:11 · ამობეჭდვა

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როდესაც საქმე ეხებოდა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით, პარლამენტის რესურსები ტრადიციულად საკმაოდ სუსტია და ჩვენ გვჭირდება, ჩვენი რესურსების განვითარება იმისთვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 3 წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას, პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით ზედამხედველობის სფეროში“ განაცხადა კობახიძემ.





გაზიარება და მოწონება