ევა გოცირიძემ ფიცი დადო - ღონისძებას პრეზიდენტი არ დაესწრო
2018-01-12 17:19:05 · ამობეჭდვა

ევა გოცირიძე უკვე ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. მან მოსამართლის ფიცი დღეს დადო.

ღონისძება, რომელიც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ბათუმში არ ჩავიდა. ფიცის დადებაზე იმყოფებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარე და მოსამართლე წევრები.

ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ამოეწურა.





გაზიარება და მოწონება