სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-01-12 16:07:49
იმედია,"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიცია ამჯერად დასაბუთებული იქნება - კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები არგუმენტირებული იქნება.

„ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ჩვენი უფლებამოსილებაა ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ ნუ ვიტყვით, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია. დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ვეტო იქნება არგუმენტირებული. ბოლო შემთხვევებში, როდესაც ვეტო ეხებოდა საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის რეფორმას, მაშინ ნულოვანი არგუმენტები იყო წარმოდგენილი პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ გავიზიარებთ თუ არა ამ შემთხვევაში მის არგუმენტებს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ იმედი მაქვს, ამჯერად პრეზიდენტის პოზიცია, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, დასაბუთებული იქნება “, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე