"საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ"- კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე
2018-01-12 16:05:50 · ამობეჭდვა

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად, უნდა გაგრძელდეს- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს განხილვებში.

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ განხილვებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საპატრიარქოს მონაწილეობა. მოვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს დღეებში, მთავარია, რომ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად. ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მოხმარების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065