ქუთაისში, ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
2018-01-12 14:00:27 · ამობეჭდვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებულს, გრიგოლ ბაკურაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის სამ ინავარს მოხდა. ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დეა გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი ქმრის ეშინია, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

ფოტო: kutaisipost.ge





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065