სიახლეები
მსოფლიო
სხვა ამბები
2018-01-12 13:37:50
"თუ თავს დახრი კისერს მოიტეხ" - დედოფალს გვირგვინი ამძიმებს

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ  BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, მონარქის გვირგვინის სიმძიმეზე ისაუბრა. ბრიტანეთის საქმეფოს გვირგვინს დედოფალი განსაკუთრებულ დღეებში ატარებს. მისი წონა 1,3 კგ-ა. მასზე 2,8 ათასი ალმასი, ასობით მარგალიტი, ზუმუხტი, ძოწი და ლალია.

"შენ არშეგიძლია თავი დახარო და ქვევით დაიხედო. ტექსტის წაკითხვის დროსაც კი, ფურცელი უნდა აწიო. თუ თავს დახრი,  კისერს მოიტეხ, გვირგვინი კი ძირს დავარდება. " აცხადებს დედოფალი. მისივე თქმით, მიუხედავად გვირგვინის ტარების უარყოფითი მხარეებისა, ეს მაინც აუცილებელია.

ამავე თემაზე